ექსკლუზივი: ევროვიზიის კონკურსის ქართველმა მონაწილეებმა პირველი რეპეტიცია გაიარეს

0
17

2016 წლის ევროვიზიამდე რამდენიმე დღე რჩება, რაც იმას ნიშნავს, რომ შვედეთის დედაქალაქი, სტოქჰოლმი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში მოექცევა. სტოქჰოლმში, Globe არენაზე უკვე რამდენიმე დღეა რეპეტიციები მიმდინარეობს და აი დადგა დრო ქართველებისაც.

დღეს ევროვიზიის კონკურსის ქართველმა მონაწილეებმა, ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz-მა პირველი რეპეტიცია გაიარეს. საქართველოს წარმომადგენლების სცენოგრაფიაზე ცნობილი შვედი რეჟისორი საშა ჟან-ბაპტისტი მუშაობდა. როგორც რეპეტიციის ფოტოებიდან ჩანს პერფომანსისას საკმაოდ ბევრი პიროტექნიკა იქნება გამოყენებული, რაც პერფომანსს უფრო ეფექტურ და გრანდიოზულ ელფერს შესძენს.

დღეს რეპეტიციაზე ისიც გახდა ცნობილი, რომ ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz კონკურსის მეორე ნახევარფინალურ საღამოზე, სცენაზე შვედი ბექ-ვოკალისტის Lars Säfsund-ის თანხლებით წარდგებიან. შვედი მუსიკოსი არაერთი ცნობილი შემსრულებლის ბექ-ვოკალისტი იყო.

2016 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსი სტოკჰოლმში ჩატარდება. გრანდიოზულ სანახაობას Ericsson Globe Arena მასპინძლობს. კონკურსში წელს 42 ქვეყანა მონაწილეობს ნახევარფინალები 10 და 12, ხოლო ფინალი 14 მაისს გაიმართება.

[jwplayer mediaid=”15082″]

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here