გიორგი გაბუნიას ახალი იმიჯი სოციალურ ქსელებში განხილვის საგნად იქცა

0
94

მას შემდეგ, რაც “რუსთავი 2”-ში გადაინაცვლა, სადაც ანალიტიკური საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქ-შოუც მიჰყავს და მუსიკალური კონკურსის ჟიურიშიც ზის, საკუთარ ინიდივიდუალიზმს არ უღალატა.
ის აქტიურად მიჰყვება მოდის ტენდენციებს მამაკაცებისთვის. ჯერ იყო და წვერი მოუშვა, როგორც ნამდვილად ლამბერსექსუალმა. ახლა კი არც აცია, არც აცხელა და თავი გადაიპარსა.

ახალი იმიჯით ტელეეთერში გამოჩენის შემდეგ, მისი კარიკატურაც გავრცელდა, სადაც წარბები შეერთებული აქვს, წვერი დაგრძელებული და აწერია: “აბუ იბნ ალ წამყვან იუსუფ გაბუნ ზაჰილ ალ კურიერი”.

სოციალურ ქსელში წერენ, რომ გუშინ სუხიშვილების კონცერტის შემდეგ, ყველაზე აქტუალური სწორედ გიორგი გაბუნიას თავი იყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here