გიორგი დათიაშვილი თურქ მომღერალთან ერთად დუეტს წერს

0
68

ქართველი შემსრულებელი, გიორგი დათიაშვილი თურქეთში იმყოფება, იქაურ სტუდიაში ცნობილ თურქ შემსრულებელ გოგონასთან, ნურგიუზელ კესტანესთან ერთად დუეტი ჩაწერა – ძველი თურქული სიმღერა, რომელიც ორ ენაზე აჟღერდება და მისი პრემიერა თურქეთსა და საქართველოშიც შედგება.

ამ პროექტს საფუძველი არასამთავრობო ორგანიზაციამ “ქართველები საზღვრებს გარეთ” ჩაუყარა, რომლის ხელმძღვანელი თეა თეთრაძე გახლავთ. სტუდიაში ხმის ჩაწერა დღეს დასრულდა, მას “სევდან” ჰქვია. როგორც გიორგიმ გვითხრა, ტექსტი უთარგმნეს და მისი შინაარსი იცის.

კლიპის გადაღებები ანკარაში დღეს უნდა დაიწყოს. ქართულ-თურქული მუსიკალური პროექტის ამ ნამუშევარს მალე ჩვენც გავეცნობით.

ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here