„წიგნის სივრცე“ ღია ცის ქვეშ მოწყობილი ბიბლიოთეკაა, რომელიც ეროვნული მუზეუმის, ეროვნული ბიბლიოთეკის და საქართველოს საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის, GIPA-ს ინიციატივით ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში გაიხსნება. გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმი, რომელიც 1966 წელს დაარსდა საინტერესოსთან ერთად საუკეთესო ადგილია განტვირთვისთვის. სწორედ ამიტომ ეროვნული მუზეუმის, ეროვნული ბიბლიოთეკის და GIPA-ს ინიციატივით გაჩნდა იდეა, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმის სივრცეში, ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკა გახსნილიყო.