ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ საკულტო ღვინოების პრეზენტაცია გამართა

0
1433

აგერ უკვე მესამე წელია, რაც ღია ცის ქვეშ, ტკბობის ბაღში შეკრებილი სტუმრები, ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ის ახალ ღვინოებს სიამოვნებით აგემოვნებენ, ეცნობიან და სასიამოვნო გარემოთი ტკბებიან. მშვენიერი ხედებისა და ლამაზი პეიზაჟის ფონზე, თეატრალიზირებულ და ფერად გარემოს მუსიკით კამერული ანსაბლი, მარიკო ებრალიძე და ლევან მასპინძელაშვილი ალამაზებდნენ. GWS – ერთ-ერთი უძველესი და ცნობილი ღვინის საწარმოა საქართველოში, რომელიც 1993 წელს თელავში, აჩინებულში მდებარე, ჯერ კიდევ, 1976 წელს დაარსებული უძველესი ღვინის საწარმოს „თელავი 2“-ის ბაზაზე შეიქმნა. კომპანია წყნარი ღვინის, ცქრიალა ღვინისა და მაღალ ალკოჰოლურ პროდუქტებს აწარმოებს, რომელიც „თამადას“, „ძველი თბილისის“, „ადამანტის“, „ვისმინოსა“ და „ელიბოს“ სახითაა ცნობილი. ასევე, როგორც “ჯიევესის” წარმომადგენლებმა გაგვანდეს, კომპანია სულ მალე მომხმარებელს საკუთარი ვენახებიდან ბიო-ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილ ღვინოს წარუდგენს. შეგახსნებთ, რომ „ვარდისუბანი“, „აკურა“, „ართანა“ – ეს ის ახალი პრემიალური საკულტო ღვინოებია, რომლის პრეზენტაცია ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-მა 23 ივნისს გამართა. კომპანიამ პრემიალური საკულტო ღვინოების კოლექცია „Colors Of Georgia – საქართველოს ფერები“ ბაროკოს სტილში გადაწყვეტილ გრანდიოზულ ღონისძიებაზე წარადგინა, რომელიც თელავში, აჩინებულში მდებარე ერთ-ერთ უძველეს ღვინის ქარხნის ეზოში მოეწყო. ღონისძიებას დაესწრნენ ღვინის ეროვნული ასოციაციის წევრები, თელავის მერი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, ხელისუფლებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, მედია და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები იყვნენ ღვინის ბიზნესის წარმომადგენლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here