„გიგა, გმადლობ, რომ შეგვახსენე – არა, არ შეიძლება ოკუპაციასთან შეგუება!..“

0
1201

გიგა მაქარაშვილი სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტია, რომელიც დღეს, ორკვირიანი ფეხით მოგზაურობის შემდეგ, ენგურზე მივა და საქართველოს დღოშას აღმართავს. მისმა ვოიაჟმა ოკუპაციის წინააღმდეგ საზოგადოების დიდი სიმპათია და მხარდაჭერა გამოიწვია.

გოგა ჩანადირმა გიგა მაქარაშვილი გადაიღო და მას სოციალური ქსელის საშუალებით მადლობა გადაუხადა, რომ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, არ შეიძლება ოკუპაციასთან შეგუება.

გთავაზობთ გოგა ჩანადირის ფოტორეპორტაჟსა და პოსტს მისი პირადი „ფეისბუქიდან“.

„ეს გიგა მაქარაშვილია!

მან 14 სექტემბერს ენგურის ხიდისკენ ფეხით მსვლელობა დაიწყო, რათა ყველასთვის შეეხსენებინა, რომ აფხაზეთი ოკუპირებულია და ეს მძიმე ამბავი არ უნდა დაგვავიწყდეს.

27 სექტემბერს გიგა ზუგდიდიდან გაივლის ამ გეზის უკანასკნელ კილომეტრებს.

დღეში 20-30 კილომეტრს გადიოდა. ჯამში კი 350-მდე გამოვა.

რამდენ რამეს გაუძლო ამ კაცმა, მაგრამ არ დანებდა. რამდენმა ადამიანმა გაამხნევა, საკვები მიუტანა, წყალი მიაწოდა, თბილი და სამადლობელი სიტყვები უთხრა.

მე ვერაფრით შევძელი გიგას დახმარება. უფრო მეტიც, მან მაჯობა და ჩემი გასაკეთებელი საქმეც კი გააკეთა.

ასე მშვიდობიანად და ნირწაუმხდარმა ყველას გვითხრა, რომ არა, არ შეიძლება ოკუპაციასთან შეგუება, არ შეიძლება საკუთარი სამშობლოსთვის მხდალი და უპასუხისმგებლო იყო.

გიგა, გმადლობ!“

(ფოტოები)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here