გერმანული “ვოგის” ონლაინგამოცემა ქართულ ბრენდს Situationist საკუთარ გვერდს უთმობს და ირაკლი რუსაძის ახალ კოლექციას აქვეყნებს. კოლექცია 2021 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის ნამუშევრებს მოიცავს. კოლექცია ქალებისა და მამაკაცებისთვის შექმნილ სამოსს აერთიანებს.