16.8 C
Tbilisi
Thursday, June 1, 2023

ხათუნა ჟორდანია: „თუ მე დღეს ცოცხალი ვარ, ეს ნინის დამსახურებაა…“

ხათუნა ჟორდანია „რუსთავი 2“-ის შაბათ-კვირის დილის გადაცემაში უფროსი ქალიშვილის, ნინი ქარსელაძის შეახებ საუბრობს. როგორც ის ამბობს, ნინი პატარაობისას ცოტა მავნე ბავშვი იყო და მის მიმართ დიდ სიმკაცრეს იჩენდა, განსაკუთრებით სწავლა განათლების მიმართ – „მიხარია, რომ ძალიან ბევრი ჩავდე მასში და მიხარია, რომ გააკეთა ის, რასაც ვითხოვდი. მე და ნინი ერთად ვიზრდებოდით. იმ პერიოდში სტინგის ფრანგულ სიმღერას ვუსმენდი ხოლმე. ნინი ჩემთან ერთად ხშირად იჯდა მანქანაში. ერთ მშვენიერ დღეს გავიხედე და აბსოლუტურად სწორად იმღერა ეს სიმღერა. დაუფიქრებლად გავიქეცი, გავაკეთე ფონოგრამა და იმ დროს თბილისში ერთადერთი ჯაზკლუბი იყო, სადაც დავდიოდით და ერთ მიყვანაზე ჩემმა მეგობრებმა გადაწყვიტეს, ნინი ვამღეროთო. ამის შემდეგ, ისე მოგვეწონა ყველას, ყოველ შაბათ-კვირას ნინი ხსნიდა ხოლმე ამ სიმღერით ჯაზკლუბში საღამოებს…“, იხსენებს ხათუნა ტელეინტერვიუში.

მან ასევე გაიხსენა, თუ როგორ ჩაწერა ნინიმ „ქუჩის ბიჭებთან“ ერთად დუეტი. სწორედ ამ დროს გაიცნეს ზურამ და ხათუნამ ერთმანეთი. „ეს პერიოდი იყო ჩემი პირადი ბედნიერებისაც, რადგან ამ დროს გავიცანი ზურა…“

„ინტერნეტში მეჩხუბებიან, როცა ნინიზე ვამბობ, ბავშვია-მეთქი, მაგრამ ჩემთვის სულ ბავშვია. ნინიზე რაც უნდა ვილაპარაკო, ცოტა იქნება იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში არის. ამ პერიოდში განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ნინისი, რომ ელიც მე მაცოცხლებს და ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ სიცოცხლე გამიხანგრძლივოს. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ თუ დღეს მე ცოცხალი ვარ, ეს აბსოლუტურად ნინის დამსახურებაა“.

(ვიდეო)

Latest Posts

ბოლო სიახლეები