24 მარტს იპოდრომზე “Moderat“-ის კონცერტი გაიმართება. ინფორმაცია ამის შესახებ, გერმანული ჯგუფის ოფიციალურ ფეისბუქის გვერდზე გავრცელდა. მუსიკოსებმა თბილისში დაგეგმილი კონცერტი, ქართულ ენაზე დაანონსეს – “გამარჯობა თბილისი ;)”
“We’re looking forward to playing for you at Hippodrome Park on March 24th, 2017!” – წერია ჯგუფის ოფიციალურ გვერდზე.
ბილეთების შეძენა ონლაინ Eventer.Ge-ზე და ოფლაინ – სოციალურ ბარ “გენერატორ 9.8-ში” არის შესაძლებელი. Moderat – ეს გერმანული კოლაბორაციაა, Apparat-სა და ბერლინურ დუეტ, Modeselektor-ს შორის. ორივე მუსიკალურმა პროექტმა საწყისი ნაბიჯები 2000-იანი წლების დასაწყისში გადადგა.