რატომ გააღიზიანეს ემიგრანტებმა ნინა სუბლატი და რას უსურვებს მომღერალი თაკო გაჩეჩილაძეს?

0
2528

მომღერალმა ნინა სუბლატმა სოციალურ ქსელში მიმართვა გამოაქვეყნა, საიდანაც ცანს, რომ ის ემიგრანტებზე არის გაღიზიანებული.

“საზღვარგარეთ მყოფი ქართველებისგან მოძღვრება ისეთივე უკიდეგანო, გამოუკვლეველი ფენომენი და ყოველგვარ ადამიანურ ლოგიკას მოკლებულია, როგორც ზოგადად ეს სამყარო! იმის პრობლემა აქვთ, როგორ თუ არაფერს არ ვაკეთებთ, ქვეყანა თავზე გვექცევა და ვერ გავიგე, ვინც აქ ვართ რამე კოსმიურმა ძალამ მცველებად და მებრძოლებად დაგვნიშნა, საკუთარი საყვარელი საქმე უნდა დავივიწყოთ, რომ ვიღაცას ვეჯიკაოთ მთელი სიცოცხლე და თქვენ, ასე უსაზღვროდ გონება გახსნილები უცხო ქვეყნებში მიგავლინათ უკეთესი ცხოვრებისთვის და განვითარებისთვის?
სხვა თუ არაფერი, გარემო გაიძულებს ადამიანს რაღაცეების კეთებას და ამერიკულ/ევროპული გარემოდან საქართველოში ხალხი რას გრძნობს და რას რატომ აკეთებს, შუაზე რომ გაირღვეთ მაინც ვერ გაარტყავთ! მეც მაქვს იდეები იმის შესახებ, როგორი იქნება იდეალური ცხოვრება ნეპტუნზე, მაგრამ ფანტაზიის გარდა არაფერში ეწერება.

თუ სხვაგან ცხოვრობთ, ძალიან კარგი, ყველა იმსახურებს უკეთეს გარემოს, სხვა რომ არ ვახსენო, მეც წასვლის ზღვარზე ვარ, მაგრამ მაქედან ისეთ დაღლილ ადამიანებზე, რომლებსაც დღეში 4ჯერ საკვებად ქაქს სთავაზობენ, აბოლებენ, გონებას უვიწროვებენ და მართლა უკვე ყელში აქვთ ამოსული ის თემები, რომლებიც აქ ბოგინობს, წიხლით შეხტომა და ზედ ლახტობანას თამაში, მინიმუმ ეგოისტობაა!” – წერს მომღერალი. რამ გააღიზიანა ნინა, ამის გასარკვევად „მიუზიკ ბოქსი“ მომღერალს დაუკავშირდა:

– ნინა, თქვენი მიმართვა ვნახე ემიგრანტებისადმი, კონკრეტულად რამ გაგაღიზიანათ?

– ასე კონკრეტული მიმართვა არ ყოფილა, რაც დავწერე იდეაში მხოლოდ ეგ აზრია.  არასწორად არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში გაგებული ემიგრანტების მიერ რა ხდება და რა სიტუაცია არის ჩვენს ქვეყანაში. შესაბამისად ხშირად უბრალო მაცხოვრებლებზე მოდის დარტყმა, თითქოს ჩვენი ბრალია, რაღაც ისე რომ არ ხდება ქვეყანაში, როგორც უნდა ხდებოდეს.  მაცხოვრებლების ბრალი არ არის ეს უფრო მნიშვნელოვანი საკითხების ბრალია, რომლებიც სამწუხაროდ მათ არ ეხებათ და ისინი ვერ აკეთებენ ამ ყველაფერს.

– მიმართვაში ასევე, წერთ, რომ თავადაც აპირებთ კარიერის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წასვლას, სად მიემგზავრებით?

– ჯერ მხოლოდ გეგმები მაქვს, ამიტომ წინასწარ ვერ ვისაუბრებ ამის თაობაზე.

– რა სიახლეებია თქვენს შემოქმედებაში?

– ცოტახნის წინ გამოვიდა ჩემი ახალი სიმღერა “the Mins-თან”  ერთად, ამასთან ერთად მოხდა ისე, რომ უკვე მაქვს Vevo სერთიფიკარტი, ჩემი ახალი სიმღერები, ვიდეოები და აუდიოჩანაწერები სწორედ აქ აიტვირთება.

– როგორც გამოცდილი მომღერალი, როგორ შეაფასებთ თაკო გაჩეჩილაძის სიმღერას “ევროვიზიისთვის”?

-ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, სიმღერაზე არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ევროვიზიის ფორმატში კარგად ჩაჯდება მისი სიმღერა. რა თქმა უნდა გამიხარდება თუ წარმატებას მიაღწევს ევროვიზიის კონკურსზე.

მარიამ ჩიჩუა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here