გაამართლებს თუ არა “American Ultra” შემქმნელების მოლოდინს?!

0
42

“Sinister 2″-ს გარდა 21 აგვისტო კიდევ ერთი პრემიერით არის გამორჩეული – მსოფლიოს კინოეკრანებზე “American Ultra” გამოდის, რომელშიც მთავარ როლებს Jesse Eisenberg-ი და Kristen Stewart-ი ასრულებენ. ნამუშევრის რეჟისორი კი Nima Nourizadeh გახლავთ.

სიუჟეტი საიდუმლო აგენტის – Mike Howell-ის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც Eisenberg-ი განასახიერებს. მისი რჩეული კი Phoebe Larson-ია რომელსაც რა თქმა უნდა “ბინდის” ვარსკვლავი Kristen Stewart-ი თამაშობს. Howell-ს სურს Phoebe-ს ხელი სთხოვოს, თუმცა მათ სიყვარულს წინ ბევრი დაბრკოლება ელოდება, მათ შორის ყველაზე მთავარი კი თავად Eisenberg-ის გმირის სამსახურია…

შეგახსენებთ, რომ Kristen Stewart-ი და Jesse Eisenberg-ი ჯერ კიდევ 2009 წელს, ფილმ “Adventureland”-ში იყვნენ კინოპარტნიორები, თუმცა მაშინ ნამუშევარს დიდი წარმატება არ ხვდა წილად. ამჯერად კი “American Ultra”-ს მესვეურები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ…

[jwplayer mediaid=”1300″]