“Sinister 2” კინოეკრანებზე გამოდის

0
19

21 აგვისტოს კინოგაქირავებაში ახალი საშინელებათა ფილმი – “Sinister 2” ჩაეშვება. მისი რეჟისორი Ciarán Foy გახლავთ. მთავარ როლებს კი James Ransone-ი და Shannyn Sossamon-ი ასრულებენ. ნამუშევარი ტყუპი ძმებისა და მათ დედის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ახალ სახლში გადადიან. თუმცა ისინი წარმართული ღვთაების მახეში აღმოჩნდებიან, რომელიც ცდილობს მათ სულებს დაეპატრონოს…

“Sinister II” 2012 წელს გამოსული სურათის “Sinister”-ის სიქველს წარმოადგენს. 3 მილიონიანი ბიუჯეტის მქონე ნამუშევარი საკმაოდ წარმატებული გამოდგა – მისმა მოგებამ 77,712,439 დოლარი შეადგინა. საინტერესოა ამჯერადაც გაამართლებს თუ არა ფილმი მისი შემქმნელების მოლოდინს…
[jwplayer mediaid=”1294″]