თიკა ფაცაცია ბოლო პერიოდში ეკრანზე არ ჩანდა. ახლახან მან ჩაწერა ვიდეო, სადაც ამისი მიზეზი გაამხილა. როგორც თიკამ აღნიშნა, კორონავირუსი მეორედ დაემართა და შესაბამისად, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ტელევიზიაში მცირე ხნით პაუზის აღება მოუხდა.
როგორც თიკამ აღნიშნა, კორონავირუსი უკვე მეორედ დაემართა.
დღეს ტრელეწამყვანი „სხვა შუადღის“ შემადგენლობას დაუბრუნდა. გადაცემის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც თიკა თანაწამყვანებთან ერთად არის გადაღებული. ფოტოს კი აწერია: „მეორედ კოვიდმოხდილი თიკაც დაგვიბრუნდა და სრული შემადგენლობით შევხვდით დღევანდელ ეთერს…“