დათუნა მგელაძის მარტოობა დასრულდა: „ვიპოვე ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს“

0
1511

მომღერალი დათუნა მგელაძე შეყვარებულია. მისი რჩეული ჟურნალისტი გახლავთ, ნინო ფუტკარაძე, რომელთან გადაღებული ფოტოც სოციალურ ქსელებში თავად შეყვარებულებმა გაავრცელეს.

მომღერალი ჟურნალ „სარკესთან“ ამბობს, რომ მის ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან უყვარს, მას დიდი ხანია იცნობს, მაგრამ გრძნობები სწორედ პანდემიის პერიოდში განვითარდა.

დათუნა მგელაძე:

„ბედნიერი ვარ. მადლობა უფალს, რომ ვიპოვე ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. ზომიერად რომანტიკული ვარ. მეგობრების შეყვარებულებისთვის ფიალებით ხელში სერენადები იმდენჯერ მაქვს ნამღერი, რომ ალბათ ჩემი სიყვარულისთვის ამას არ გავაკეთებ, სხვა რამე უნდა მოვიფიქრო. სიყვარული ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერზე მოქმედებს, შემოქმედებით დაწყებული, საქმით დამთავრებული. ძალიან დიდი ხანი უსიყვარულოდ ვცხოვრობდი, მარტო დავდიოდი. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ცხოვრება მარტო მოვდივარ და ამიტომ უზომოდ ბედნიერი ვარ ჩემი ახლანდელი მდგომარეობით…“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here