შორენა ბეგაშვილმა სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადაც საპატარძლო კაბაშია გადაღებული. ფოტო მან “მარიონელაში” გადაიღო და სწორედ ამ ბრენდის კაბით პოზირებდა სარკის წინ.
შეგახსენებთ, რომ შორენა ამჟამად შეყვარებულია. მისი რჩეული ლაშა ბარათელი გახლავთ, რომელიც თურქეთში ცხოვრობს. წყვილი ხშირად ერთადაა. ლაშა მეორე ნახევარსა და მის შვილს შესანიშნავი და ძირად ღირებული საჩუქრებით ანებივრებს, თუმცა ჯერ უცნობია, შედგება თუ არა წყვილის ქორწინება. ამაზე შორენას ჯერჯერობით არ უსაუბრია.