ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ყველაზე ეროვნული პროექტის „მხოლოდ ქართული“-ს კონცერტი გაიმართა

0
1521

ქართული სიმღერა ქართველ მსმენელში განსაკუთრებულ ემოციასა და განწყობას იწვევს. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ყველაზე ეროვნული და სახალხო მეგა შოუ „მხოლოდ ქართული“ კი უკვე დაიწყო. შესარჩევი ტურები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდა, სადაც ჟიურის წევრებმა: მუსიკათმცოდნე – მარინა ბერიძემ, ფოლკლორისტმა გიორგი უშიკიშვილმა და მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ 10 საუკეთესო მონაწილე შეარჩიეს და ათეულიც გამოავლინეს. ახლა კი მონაწილეები უკვე ახალ ეტაპზე გადავიდნენ, სადაც მათ ბედს მაყურებელი ხმის მიცემის პრინციპით გადაწყვეტს. ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში პირველი ლაივ კონცერტი უკვე გაიმართა, სადაც კონკურსანტებმა სიმღერები ლეგენდარული კომპოზიტორის, ჯანსუღ კახიძის რეპერტუარიდან შეასრულეს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here