Eric Benet და Cee Lo Green „ბლექ სი არენაზე“ ერთობლივ „სოულის ღამეს“ გამართავენ. ბენე საქართველოში აქამდეც გახლდათ ჩამოსული და ორი კონცერტი გამართა, ერთი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში და მეორე ერთ-ერთი პრესტიჟული სასტუმროს ეზოში.
ბენე „სოულის ღამის“ გასამართად 10 აგვისტოს „ბლექ სი არენამ“ მოიწვია. შეკვეთილში მდებარე 10 000-კაციან დარბაზში ბენე კიდევ ერთ ცნობილ ამერიკელ მომღერალთან, სი ლო გრინთან ერთად წარდგება. ორივე შემსრულებელი ჯერ საკუთარ პროგრამას შეასრულებს, შემდეგ კი დუეტებსაც შემოგვთავაზებენ. სოულის მოყვარულებისთვის ეს კონცერტი ნამდვილად შთამბეჭდავი იქნება. ვინც ერიკ ბენეს კონცერტზე ნამყოფია, ამაში ნამდვილად დაგვეთანხმება.
ერიკ ბენეს მიმართვა ქართველი მსმენელისადმი „ბლექ სი არენამ“ მცირე ხნის წინ გაავრცელა. ვრცლად