ბათუმის ჯაზფესტივალის ფერადი დახურვა Joss Stone-ის უნიკალური ხმის თანხლებით

0
1305

30 ივლისს ბათუმის ჯაზფესტივალი Joss Stone-მა დახურა. მის გამოსვლას გამორჩეული ვოკალური მონაცემების გამო მუსიკის მოყვარულები განსაკუთრებით ელოდნენ. საქართველოში მის რამდენიმე კომპოზიციასთან ერთად, როგორებიცაა „Fell in love with a boy“, „You had me“, „Right to be wrong“, „Super-duper love“, მომღერლის მიერ საკუთარი ინტერპრეტაციით შესრულებული არაერთი მსოფლიო ჰიტი ახსოვს – ჯოს სტოუნს აქვს ერთი ძალიან კარგი თვისება, რომელიც მისი, როგორც მუსიკოსის საუკეთესო მუსიკალურ ინტუიციას უსვამს ხაზს, მას ათასგზის გადამღერებული სიმღერების სრულიად განსხვავებულად და თავისებურად შესრულება შეუძლია… ნინას სიმონეს „I put a spell on you“, დასტი სპრინგფილდის „Son of a preacher man“, ნეთ ქინგ ქოლის „L.O.V.E“ სხვადასხვა სცენაზე ისე გამორჩეულად წარმოადგინა, რომ თითოეული კომპოზიცია თავისად აქცია…

ბრიტანელი შემსრულებელი, კომპოზიტორი და მსახიობი Joss Stone პოპულარული 2003 წელს გახდა, როდესაც მისმა სადებიუტო ალბომმა უამრავი პრიზი მოუტანა, ჩარტების ლიდერი გახადა, მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მსოფლიოში 14 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული, რაც მის კომერციულ წარმატებაზეც მიანიშნებს. ის 2000-იანი წლების ყველაზე რეიტინგული შემსრულებელია, გაყიდული დისკების მიხედვით და ასევე თავისი დროს ყველაზე კარგად გაყიდული არტისტია დიდ ბრიტანეთში. ხუთ „გრემიზე“ იყო წარდგენილი და მხოლოდ ერთი ჯილდო ხვდა წილად, თუმცა სხვა ბევრი პრეტიჟული პრიზი აქვს მიღებული.

საქართველოში პირველად ჩამოვიდა და ქართველ არტისტთან კოლაბორაცია მოისურვა. მან სალომე კორკოტაშვილი შეარჩია და მასთან ერთად მიისვე კომპოზიცია „გაივლის დრო“, ქართველი მუსიკოსების აკომპანემენტით, გონიოს ციხეში ჩაწერა და გადაიღო, ჯოსისა და სალიოს ერთობლივი ნამუშევარი მალე დაიდება ინტერნეტსივრცეში. ვრცლად

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here