ექვთიმე თაყაიშვილის როლს რეზო ჩხიკვიშვილი ითამაშებს

0
76

დღეიდან რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის ახალი მხატვრული ფილმის, “ექვთიმე“, გადაღებები იწყება. პროექტი, რომელიც ქართველი საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებას ასახავს, ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ზაფხულში დაანონსდა, ამჯერად კი მასთან დაკავშირებული ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

Music Box-ის ინფორმაციით სურათში მთავარ როლს რეზო ჩხიკვიშვილი განასახიერებს, რომელიც სპეციალურად ჩამოვიდა საქართველოში ექვთიმე თაყაიშვილის როლის შესასრულებლად. მოგეხსენებათ, რომ მსახიობი უკვე ოც წელზე მეტია, რაც გერმანიაში ცხოვრობს და მოღვაწეობს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ “ექვთიმეს“ გადაღებები 30 სექტემბრიდან იწყება. ჯერჯერობით უცნობია როდის იხილავს დასრულებულ ნამუშევარს მაყურებელი, თუმცა გეტყვით, რომ ფილმთან დაკავშირებული ყველა დეტალი უახლოეს დღეებში ექსკლუზიურად www.musicbox.ge-ს მომხმარებლებისთვის გახდება ცნობილი…