ექსკლუზივი – სკანდალი “თბილისი ოფენ ეარის“ გარშემო

0
105

“თბილისი ოფენ ეარი“ წელს გამორჩეული პროგრამით და განსაკუთრებული მასშტაბებით წარდგა მსმენელის წინაშე. დამსწრეთა რაოდენობაც არანაკლებ შთამბეჭდავი იყო. აღარაფერს ვამბობთ ფესტივალის ჰედლაინერზე, ჯგუფზე Placebo, რომლის ჩამოსვლასაც უამრავი თაყვანისმცემელი ელოდებოდა.

სხვათა შორის, ცნობილი ბრიტანული ალტერნატიული როკ-ბენდის საქართველოს დედაქალაქში გამომგზავრებას წინ არასასიამოვნო ფაქტი უძღოდა. 13 ივნისის წყალდიდობის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა წევრმა, ბასისტმა სტეფან ოლსდალმა ინსტაგრამზე დადო თბილისის ქუჩაში მოსეირნე ბეჰემოტის ფოტო და დაწერა, რომ ერთი სული ჰქონდა, როდის შეუერთდებოდა ამ ცირკს. მოგვიანებით, ჯგუფმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ამ გამონათქვამისთვის ბოდიში მოიხადა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ არაფერი იცოდნენ დატრიალებული ტრაგედიის შესახებ.

სანამ მოსაბოდიშებელი განცხადება გამოქვეყნდებოდა, სოციალურ ქსელებში ზოგიერთი კონცერტის ბოიკოტისკენ მოუწოდებდა ხალხს. დათო ოქიტაშვილმა კი თქვა, რომ აეროპორტში დახვდებოდა ჯგუფის წევრებს და მათ თბილისში კონცერტის გამართვის საშუალებას არ მისცემდა. მოგვიანებით ეს აჟიოტაჟი ჩაცხრა.

ჩვენთვის კი “თბილისი ოფენ ეართან“ დაკავშირებით კიდევ ერთი დეტალი გახდა ცნობილი. როგორც აღმოჩნდა, ქართველი მუსიკოსების დიდ ნაწილს, რომლებიც მონაწილეობდნენ ფესტივალში, ჰონორარები დღემდე არ აუღიათ.

ერეკლე დეისაძეს საერთოდაც ხელი აქვს ჩაქნეული და არ აქვს იმედი, რომ იმ მცირე ჰონორარს, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორები დაჰპირდნენ, როდესმე მიიღებს.

ეკო დეისაძე:

მარტო მე კი არა, ვიცი, რომ ძალიან ბევრ ქართველ გამომსვლელს არ აუღია ჰონორარები. დაახლოებით 500-დან 1000 ლარამდე მერყეობდა, ისედაც მცირე ჰონორარები იყო. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ არც არაფერს გვეუბნებიან, როდის შევძლებთ ამ თანხის მიღებას. მგონი, მარტო მან აიღო, ვინც ძალიან “მიაწვა“.

იხილეთ სრულად>>>