ემი უაინჰაუსი კლუბ 27-ს 2011 წლის 23 ივლისს შეუერთდა – ბრიტანელი სოულის, ბლუზისა და ჯაზის შემსრულებელი 4 წლის წინ გარდაიცვალა, თუმცა, მისი პერსონის მიმართ, ისვეე როგორც მისი ნიჭის მქონე ადამიანებს შეეფერებათ, ინტერესი არ ქრება. ემის ოჯახის, მისი ძმისა და მეგობრების ინციატივით სან ფრანსისკოში გამოფენა გაიმართება…
უაინჰაუსის თაყვანისმცემლებს საშუალება ექნებათ გარდაცვლილი მომღერლის ნივთები დაათვალიერონ, ნახონ ის ფოტოები, რომლებიც აქამდე არც ერთ ჟურნალში არ მოხვედრილა, შეათვალიერონ შემსრულებელის ბავშვობისდროინდელი ალბომი, მისი ძველი ვიდეოები და ის კადრები, რომლებიც მანამ დაფიქსირდა, სანამ ემი მსოფლიოში სახელგანთქმული გახდებოდა.
გამოცემა “Daily Mail” უკვე ავრცელებს იმ ნივთების ფოტოებს, რომლებსაც დამთვალიერებელი იხილავს – იქ თავს მოიყრის ემის საყვარელი კაბები, მისი შორტი და მაისური, დისკებისა და ვინილების უზარმაზარი კოლექცია, ქალის გიტარები, ბექსტეიჯის ბეჯები – იმ დროიდან მოყლებული, რაც ემიმ ფესტივალებზე სიმღერა დაიწყო. გარდა ამისა, ძმის ნაჩუქარი ებრაული კულინარიული წიგნი, რომელიც ძმამ მაშინ აჩუქა, როცა ემიმ ერთ-ერთი კერძის მომზადების სწავლა მოისურვა.