25.8 C
Tbilisi
Thursday, August 4, 2022

რობინ უილიამსის შვილი საზოგადოებას მიმართავს

გენიალური მსაიხობის,რობინ უილიამსის გარდაცვალებიდან ერთ წელიწადზე მეტი გავიდა – კომედიების ვარსკვლავი და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული, ნიჭიერი კომიკოსის სიცოცხლე სუიციდით დასრულდა, მან საკუთარ ოთახში ჩამოიხრჩო თავი. ბევრი სხვადსხვა ვერსიის პარალელურად რობინის მეუღლემ მსახიობის დაღუპვიდან რამდენიმე კვირაში დაადასტურა, რომ რობინი საშინელი დეპრესიისთ იტანჯებოდა, ამისი მზიეზი კი მედიკოსთა მიერ დასმული დიაგნოზი იყო.

უილიამსს ალცჰაიმერის დაავადების ადრეული სტადია ჰქონდა, შესაბამისად, მსახიობს მომავლის შიში აწუხებდა, ამის გამო ცხოვრების ბოლო თვეები დეპრესიულ მდგომარეობაში გაატარა და სიცოცხლეც თვითმკვლელობით დაასრულა.

რობინის გარდაცვალება, რა საკვირველია, თითოეული კინომანისათვის გულდასაწყვეტი იყო, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეული მისი ოჯახის წევრებისთვის გახლდათ – მით უმეტეს ქალიშვილისთვის, ზელდასთვის, რომელიც მამის გარდაცვალებას ვერ ეგუება. ცოტა ხნის წინ 26 წლის ახალგაზრდა ქალმა ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა და იმ ადამაინებს მიმართა, რომლებიც იგივე პრობლემას გადიან, რომლის გამოც რობინმა სიცოცხლე ნაადრევად დაასრულა. “ძალიან რთულია, სიხარულის შეგრძნების დასაბრუნებლად ბევრად დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, ვიდრე უბრალოდ იმისთვის, რომ ჩვეულ მდგომარეობაში არსებობა გააგრძელოთ. მაგრამ ეს ამად ღირს. მივმართავ მათ, ვინც დეპრესიით იტანჯება – ვიცი როგორი ბნელი და დაუსრულებელი შეიძლება ჩანდეს ეს გვირაბი, მაგრამ თუკი თვლით რომ ბედნიერება შეუძლებელია, იმედი შეინარჩუნეთ, თუნდაც, მაშინ, როცა ეს იმედი ძალიან სუსტია“ – წერს ზელდა.

“საკუთარი შიშისგან, დარდისა და სიბრაზისგან გაქცევა ბედნიერებას არ ნიშნავს, მე ყოველდღე ჩემს დარდთან ერთად ვცხოვრობ, მაგრამ ამასთან ერთად არსებობას შევეგუე“ – ზელდა თავისი მდგომარეობის გარშემო ღიად საუბრობს. გოგონა რობინს ასევე მსახიობისგან, მარშა გარსესიგან შეეძინა.

Latest Posts

ბოლო სიახლეები