„დიდი სცენა“ „რუსთავი 2“-ზე გრძელდება. კვირას, 2 აგვისტოს, შემსრულებლები ჟიურის წინაშე ქართული და უცხოური სიმღერებით წარდგნენ, თუმცა სანამ უშუალოდ კონკურსი დაიწყებოდა, მანამდე ერთმანეთს შეეჯიბრნენ ცოტნე ბარბაქაძე და გიორგი გასვიანი, მათ ერთობლივად დავით ევგენიძის სიმღერა შეასრულეს. მაყურებელთა 70%-ზე მეტმა გადაწყვიტა, რომ შოუში ცოტნე ბარბაქაძე უნდ დარჩენილიყო და სამწუხაროდ, გიორგი გასვიანი დიდ სცენას დაემშვიდობა.
გუშინდელ კონკურსზე მონაწილეებს მუსიკალურ პარტნიორობას უწევდა გიორგი ცაგარელი და Strings. ამ ტურზე ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა და ცნობილმა ალტისმა თავად გადაწყვიტა, ვის რა სიმღერები უნდა შეესრულებინა კონკურსანტებიდან და შედეგითაც ძალიან კმაყოფილი ჩანდა.
„დიდი სცენის“ მორიგ ლაივკონცერტზე მაყურებლისა და ჟიურის ქულათა დაჯამების შემდეგ ლიდერი გახდა გიორგი ფუტკარაძე.