სტეფანე მღებრიშვილი იუბილარია – „ეს მილოცვა ჩარჩოში უნდა ჩავსვა!..“

0
768

სტეფანე მღებრიშვილი იუბილარია. მას 3 აგვისტოს დაბადების დღე აქვს. მთელი დღეა, პირადად და სოციალური ქსელების მეშვეობით ის მილოცვებს იღებს, ასევე საჩუქრებსაც.

ერთ-ერთი დასამახსოვრებელი მილოცვა სტეფანეს ნიკოლოზ რაჭველმა მიუძღვნა. როგორც მაესტრო ვრცელ მილოცვაში წერს: „ის რომ ნამდვილი ვარსკვლავია ამაზე ბევრი რამ მიუთითებს, მისი მოფიქრებული და განხორციელებული პროექტით BBC-ზე და CNN-ზეც კი ვუყურებდით მის ინტერვიუებს პირდაპირ ეთერებში, განა ბევრმა მოახერხა ეს ქართულ სინამდვილეში?! განა ბევრმა დაწერა ისეთი ჰიტი, რომელიც მსოფლიომ აიტაცა და მრავალი ერის ახალგაზრდობა აამღერა სიტყვებით: We don’t wanna Putin!

პოპ მუსიკა ჩემი გატაცება არასდროს ყოფილა, მაგრამ მაღალი სტანდარტის მუსიკა ჩემთვის ჟანრზე მაღლა დგას. ამიტომ მე მის კომპოზიციებს ყოველთვის ვუსმენ, მის ვიდეოებს სულ ველოდები და მის ლაივებზე დიდ სიამოვნებას ვიღებ გარს შემოკრებილი შესანიშნავი მუსიკოსების თანამონაწილეობით. ხშირად მეც დავიჭერ ხოლმე ჩემს აკორდეონს და სიხარულით ვეშურები მასთან დასაკრავად მამუკა ჩარკვიანის სიმღერის მისეულ რემეიქში, რომელიც ასევე თავიდან შეაყვარა ქართველ მსმენელს“.

სტეფანემ ნიკოლოზ რაჭველს განსაკუთრებული მილოცვა დაუფასა და დაწერა:

„რა დავწერო, არ ვიცი! ესე არავის არ მოულოცია. იმიტომაც ხარ ასეთი ძვირფასი! შენი ბევრი ნაჯღაბნი პარტიტურაც კი, რაც არ იცი, კარგად მაქვს შენახული, მაგრამ ეს მოლოცვა უნდა დავბეჭდო და ჩარჩოში ჩავსვა! 🙂 დიდი მადლობა! ნამდვილად რა უინტერესო იქნებოდა ჩემი ცხოვრება უშენოდ!“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here