რეჟისორი დათო იმედაშვილი, მეუღლე ანნასთან ერთად, უკვე დაახლოებით ერთი წელია, ახალ სახლში ცხოვრობს, რომლის მშენებლობას „რუსთავი 2“-ის ეთერში მაყურებელი ადევნებდა თვალს. წყვილი ამბობს, რომ წინა სახლის მშენებლობისას უამრავი შეცდომა დაუშვეს, რაც შემდეგზე გამოასწორეს. სახლი მართლაც ძალიან ლამაზი გამოვიდა. განსაკუთრებით მომხიბვლელია ანნას საგარდერობე ოთახი, რომელიც სიამოვნებით დაგვათვალიერებინა.
დათოსა და ანნას შინ ვესტუმრეთ, ფოტოსესიისთვის, რომელსაც დათოს შვილები, ლუკა და ელენე და დათოსა და ანნას პატარა, პეტრეც ესწრებოდნენ.
დათო:
მშენებლობის დაწყებიდან 8 თვეში უკვე გადმოვედით ამ სახლში. პირველი სახლის მშენებლობისას არაფერი ვიცოდით, რომ მოვრჩით, მივხვდით, რომ სხვანაირად უნდა დაგვეგეგმა. დავიწყეთ პროექტი „სახლი“ და თან, სახლის მშენებლობა. იქ პროფესიონალებთან გვქონდა ურთიერთობა და მათგან ბევრი რამ გავიგეთ.
ანნა:
ისეთი აზარტია, რომ გინდა, ან სამსახური გაკავშირებდეს ამ საქმესთან ან ყოველ ჯერზე ცვალო სახლი, რადგან იმდენნაირი მასალა არსებობს, ყველაფრის გამოყენება გინდება. მოდი, ახლა ეს გამოვიყენოთ, შემდეგ ჯერზე კი – სხვა მასალა, ასე ვამბობდით (იღიმის). პეტრეს ახლაც გამოყოლილი აქვს ეს შეგრძნება და მშენებარე სახლს რომ დაინახავს, კითხულობს, ეს ჩვენიაო?.. იხილეთ სრულად (ფოტოგალერეა)