“ნიუტონი”-ს პასუხი კრიტიკაზე – “ამ ვერსიაში ბიძინა კვერნაძის შეურაცხმყოფელი არაფერი იყო“

0
3302

ჯგუფ „ნიუტონის“ მიერ, თბილისობის დღესასწაულზე შესრულებულ სიმღერას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ახლებურად აჟღერებული ბიძინა კვერნაძის სიმღერა „შემოდგომის ყვავილებს“ ოთარ ტატიშვილმა და მისმა მეგობრებმა ნეგატიურად შეაფასეს. „მიუზიკ ბოქსი“ ჯგუფის წევრს, მუსიკოს შაკო ღელეყვას დაუკავშირდა:

– შაკო, „ნიუტონის“ მიერ, შესრულებული სიმღერის ახლებურ ვარიანტს უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, გაეცანით ამ შეფასებებს?

– არ ვიცი, არც წამიკითხია. ჩვენ ეს სიმღერა დაახლოებით ორი კვირის წინ გავაკეთეთ ახლებურად და მოვასმენინეთ ბასა ფოცხიშვილს. ამის შემდეგ გადაწყდა მისი შესრულება „თბილისობის“ დღესასწაულზე. ქართველები რთულად ეგუებიან სიახლეს, სხვა თუ გააკეთებს უკეთეს ვარიანტს გაგვეხარდება. ვისაც მუსიკა ესმის, ის დამეთანხმება, რომ ამ ვერსიაში ბიძინა კვერნაძის შეურაცხმყოფელი არაფერი იყო. თავად ბატონ ბიძინას შემოქმედებასაც ვერ ეგუებოდა ხალხი, როცა იწყებდა საკუთარ კარიერას, მაგრამ დღეს ის აღიარებული კომპოზიტორია. ჩვეულებრივი მოკვდავების შეფასება არის ასეთი. ჩვენთვის ვისი მოსაზრებაც მნიშვნელოვანია, მათ დადებითად შეაფასეს სიმღერის ჩვენებური ვერსია. ისედაც ვიცოდით, რომ ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა.

– ამბობენ, რომ ტექნიკურად გაუმართავი იყო სცენა და ამის გამო ხელი შეგეშალათ სიმღერაში?

– ცუდად ვიმღერეთ? მე ასე არ მგონია. უცხოეთში როცა გვაქვს კონცერტები ბუნებრივია იქ უფრო კარგად არის ტექნიკურად გამართული სცენა. რაღაცეები ხმამაღლა გვესმოდა სცენაზე, მაგრამ ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც მუსიკოსი არ არის ნამდვილად ვერ ავუხსნი ტექნიკური გამართვა რას ნიშნავს.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here