დაბრუნდება თუ არა ნინო სურგულაძე ქართულ შოუბიზნესში და რა იდეა შესთავაზა მან ქართველ რეჟისორებს?

ბავშვობიდან სულ გადაღებებსა და რეპეტიცებზე უწევდა ყოფნა. მამის დამსახურებაა, რომ დღეს ნინო სურგულაძე, მსოფლიო საოპერო სცენებზე დგას. ხშირად ასმენინებდნენ საყვარელი მომღერლების – ბენიამინო ჯილისა და მარიო ლანცას ფირფიტებს. დღეს გარდა აქტიური შემოქმედებითი მოღვაწეობისა, მომღერალი მშობლიურ ქვეყანაში საქველმოქმედო საღამოებს ხშირად მართავს. პირველ მაისს, 21:00 საათზე საქართველოს ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე“ მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით რიგით მე-7 კონცერტს წარმოგიდგენთ. ნინო სურგულაძე რადიო ფორტუნაში, თათა სადრაძის გადაცემა “არტ Fm-ში“ იმყოფებოდა, სადაც ვეცადეთ დაანონსებული კონცერტის შესახებ, დაწვრილებით გაგვეგო.

Scroll to Top