მსოფლიოში ცნობილი გერმანელი ქორეოგრაფი – საშა ვალცი თავის დასთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა და ეს ფესტივალ Gift-ის დამსახურებაა. Continue არ არის ჩვეულებრივი ცეკვა, ეს ნამდვილი ფსიქოლოგიაა, რომელიც სავსეა მშვენიერი მუსიკით — დადგმაში ჟღერს ედგარ ვარეზის, იანის ქსენაკისის, კლოდ ვივიეს და ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ნაწარმოები. 21 მოცეკვავის არაჩვეულებრივი დახვეწილობა და სინქრონულობა, თითოეული ჟესტის უზადო ოსტატობაა. ამასთან ცეკვაში არაჩეულებრივი თავისუფლება იგრძნობა. თითოეული მოცეკვავე საკუთარი მოძრაობებით რაღაც მნიშვნელოვანს ამბობს. საშა ვალცის მოცეკვავეები ეხებიან მსოფლიოს მტკივნეულ პრობლემებს, აჩვენებენ იმ გულახდილობას, რის გამოც ღირს ცხოვრება.
Home Uncategorized CONTINUE – საშა ვალცის საუბარი ქორეოგრაფიის, მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ადამიანის უწყვეტ...