“ცეკვავენ ვარსკვლავების” გენერალური პროდიუსერი გოჩა ჩერტკოევი ხდება? რას ამბობს გიგი გაჩეჩილაძე

0
157

“ცეკვავენ ვარსკვლავები” “იმედის“ ეთერში 5 აპრილიდან გავა. მეგაშოუსთვის მზადება უკვე დაწყებულია. როგორც მისი მთავარი ქორეოგრაფი, გიგი გაჩეჩილაძე “ფორტუნასთან“ ექსკლუზიურ კომენტარში აცხადებს, შოუს მასშტაბები კიდევ უფრო გაიზრდება და მაყურებელს საინტერესო სანახაობა ელოდება.

როგორც ჩვენმა საიტმა შეიტყო, “ცეკვების“ გენერალური პროდიუსერის პოზიციაზე პროექტის მთავარი მსაჯის, გოჩა ჩერტკოევის კანდიდატურა განიხილება.

გიგი გაჩეჩილაძეს კომენტარისთვის დავუკავშირდით.

გიგი:

“ცეკვავენ ვარსკვლავები“ 5 აპრილიდან გავა ეთერში, მაგრამ მზადება უკვე დაწყებულია. მე ისევ მთავარი ქორეოგრაფი ვიქნები, მინდა გითხრათ, რომ შოუს მასშტაბები არის გაზრდილი, ვგულისხმობ მოცეკვავეებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვლენ, მაყურებლისთვის ნაცნობ სახეებთან ერთად, გადავწყვიტეთ, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და ასევე უცხოელებიც დაგვეპატიჟებინა მონაწილეობის მისაღებად. მოცეკვავეები უკვე ჩამოვიდნენ და ტრენინგს ვუტარებთ, ცოტა ქართულ მენტალიტეტს ვაჩვევთ (იცინის).

გიგი, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენი სიძე, გოჩა ჩერტკოევი იქნება პროექტის გენერალური პროდიუსერი…

გოჩა გახლავთ მთავარი მსაჯი. ამ და გენერალური პროდიუსერის პოზიციის შეთავსება, წესით, არ შეიძლება. ან ერთი უნდა იყო, ან – მეორე. ვფიქრობ, გოჩა მთავარი მსაჯი იქნება, არა მგონია, გენერალური პროდიუსერი იყოს.

პ.ს. ჩვენი წყაროს ცნობით, გოჩა ჩერტკოევს ზემოხსენებული შეთავაზება მიღებული აქვს და ეს საკითხი გადაწყვეტილია. ჯერჯერობით, ტელეკომპანიაში ეს ამბავი არ დაგვიდასტურეს.
ნინო მურღულია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here