ქანიე უესთი Balenciaga-დან დემნა გვასალიას მოპარვას აპირებს – რეპერი ქართველი დიზაინერით დაინტერესდა

0
129

ამერიკელი რეპერი – ქანიე უესთი ქართველი დიზაინერით – დემნა გვასალიათი დაინტერესდა. ამის დასტური, რეპერის თვითერზე გამოქვეყნებული სტატუსია. “მე დემნას ბალენსიაგადან მოვიპარავ” – წერს შავკანიანი შემსრულებელი.

მოგეხსენებათ, რომ ცოტა ხნის წინ ბალენსიაგას მოდის სახლის დირექტორის ადგილზე, ალექსანდრ ვენგის შემცველად, წარმოშობით ქართველი დიზაინერი, დემნა გვასალია დაინიშნა. ხელოვანი ახალ ამპლუაში თავის პირველ ჩვენებას, 2016 წლის მარტში, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართავს. ამ უკანასკნელს ქანიე და მისი მეუღლე – კიმ კარდაშიანი ხშირად სტუმრობენ, თუმცა, როგორც ჩანს რეპერი დიზაინერით მისი ახალი ნაშრომის დათვალიერებამდე დაინტერესდა.

გეცოდინებათ, რომ ქანიეს საკუთარი სამოსის და ფეხსაცმლის ხაზი – Yeezy აქვს, რომელსაც ბოლო დროს სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა. სავარაუდოდ ქართველი ტალანტის წყალობით ქანიე საკუთარი ბიზნესის გადარჩენას ფიქრობს და არაა გამორიცხული, რომ სულ მალე, პარიზის მოდის კვირეულზე დემნამ შემოთავაზება ქანიესგან მიიღოს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here