BOSS-მა მამაკაცებისთვის ახალი სუნამო გამოუშვა, რომლის სარეკლამო რგოლი რამდენიმე დღის წინ გამოჩნდა ინტერნეტში. ბრენდის ახალი არომატის სახე მსახიობი თეო ჯეიმსი გახლავთ, რომელსაც ვიდეოში პარტნიორობას წარმოშობით რუსი მოდელი – ნატაშა პოლი უწევს.
“მაქვს პატივი წაროგიდგინოთ BOSS-ის ახალი არომატი. აღფრთოვანებული ვარ BOSS-ის იდეალური ბალანსით, რომელსაც ის კლასიკურობასა და თანამედროვეობას შორის იცავს. ეს კამპანია ასახავს საკულტო ბრენდის სულსა და ჩემს დამოკიდებულებას ამ მართლაც უნიკალური სურნელის მიმართ“ – ნათქვამია მსახიობის განცხადებაში.
სარეკლამო რგოლი საკმაოდ სექსუალური გამოვიდა და როგორც ბრენდის, ასევე მსახიობის თაყვანისმცემლებმა ის დადებითად შეაფასეს.
[jwplayer mediaid=”2279″]