ტომ ჰარდი მალე მეორე შვილის მამა გახდება

0
114

ტომ ჰარდი მალე მეორე შვილის მამა გახდება – ახალი ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მსახიობი და მისი მეუღლე შარლოტ რაილი ლონდონში “Legend”-ის პრემიერას დაესწრნენ.

კინოთეატრში რაილი გრძელი შავი კაბით მივიდა, რომელიც იდეალურად უსვამდა ხას მისი სხეულის ფორმებს. მედიის წარმომადგენლებისთვის ნამდვილი სიურპრიზი აღმოჩნდა ჰარდის მეუღლის წამობერილი მუცელი – მათ ხომ შარლოტის ორსულობის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ ტომ ჰარდისა შარლოტ რაილის ურთიერთობა 2009 წელს დაიწყო, თუმცა წყვილის ქორწილი მხოლოდ გასულ წელს შედგა. “Mad Max: Fury Road”-ის ვარსკვლავს უკვე ჰყავს ერთი შვილი წინა ურთიერთობიდან. მისი მეუღლისთვის კი ეს პირველი ფეხმძიმობაა…