Beth Hart თბილისშია. ის თავის ჯგუფთან ერთად ჩამოფრინდა საქართველოში კონცერტის გასამართად. ბეტ ჰარტი „ალტერვიჟენ ჯგუფმა“ მოიწვია. კონცერტი 18 ნოემბერს იპოდრომის პარკშია დაგეგმილი.
ბეტ ჰარტმა აეროპორტიდან თაყვანისმცემლებისადმი მიმართვა ჩაწერა, სადაც აღნიშნავს, რომ ძალიან უნდა, იმ გოგონასთან ერთად, რომელმაც მისი სიმღერა „Am I The One“ შოუში შეასრულა და ის მოიგო, თავადაც იმღეროს ხვალინდელ კონცერტზე. როგორც მივხვდით, საუბარი ნინა სუბლატზეა. სწორედ მან შეასრულა „საქართველოს ვარსკვლავში“ მონაწილეობისას ზემოხსენებული სიმღერა ბეტ ჰარტის რეპერტუარიდან, შემდეგ კი თავად ცნობილმა მომღერალმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე ნინას ეს ნამღერი გააზიარა.
ვნახოთ, თუ გამოეხმაურება ნინა ბეტ ჰარტის ამ შეთავაზებას.