ქართულ მუსიკალურ სფეროში ერთ-ერთი აქტიური წარმომადგენელი მუსიკოსი ლადო ბურდულია, რომელმაც თავის დროზე ამ სფეროში ახალი სიტყვა თქვა და კონკრეტული სტერეოტიპებიც დაარღვია. თავდაპირველად ჯგუფ „კომენდანტის საათის“ მუსიკოსებთან ერთად უკრავდა და პირველი პროექტი, რომელიც მან მათთან ერთად გააკეთა, „ურჩხული“ ერქვა. ცოტა მოგვიანებით ზაზა სახამბერიძესთან ერთად პანკ-როკ ჯგუფი „რეცეპტი“ ჩამოაყალიბა. შემდეგ კი, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, დრომ ჯგუფი დაშალა, მუსიკოსებმაც დიდი გზა განვლეს და დღესდღეობით ლადო ბურდული ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კავკასიის მუსიკალურ დაჯილდოება “ფენიქსს” საქართველოში უწევს ორგანიზებას. ჩვენი გადამღები ჯგუფი კი ამ ადამიანის დაბადების დღეზე მოხვდა და როგორც იქ გავიგეთ, მის დასაც მასთან ერთად, იმავე დღეს ჰქონია დაბადების დღე.