თიკა ჯამბურიას ტრიუმფალური დაბრუნება შოუ ბიზნესში და კლიპის პრემიერა

იმაზე საუბარი, რომ ქართულ შოუბიზნესს აყვავების ხანა დაუდგა, აღარც კი ღირს, რადგან ყველაფერი ნათლად ჩანს. ქართველი მომღერლები მუდმივად სიახლეებს გვთავაზობენ. ზოგჯერ ვიგებთ, რომ სიმღერა ჩაწერეს, ზოგჯერ ვიგებთ, რომ ვიდეო-რგოლი გადაიღეს, ზოგჯერ კი ვიგებთ, რომ სოლოკონცერტისთვის ემზადებიან. მოკლედ, ქართულ შოუბიზნესში გამოცოცხლების პერიოდი დადგა. ამის ერთ-ეთი დასტური კი თიკა ჯამბურიას ახალი სიმღერა და ვიდეო-რგოლია. შეიძლება ვთქვათ, რომ კარიერული თვალსაზრისით, თიკას რამდენიმეწლიანი პაუზა ჰქონდა აღებული, თუმცა, დაბრუნება სწორედაც რომ ასეთი უნდა. მან უცხოურენოვანი სიმღერა, სახელწოდებით Sunshine ჩაწერა, ვიდეო-რგოლიც გადაიღო და მსმენელს კარგი პროდუქტიც შესთავაზა. ბუნებრივია, როდესაც ჰიტებთან გვაქვს საქმე, იქ რადიო „ფორტუნა პლუსი“ ექსკლუზივებს არავის უთმობს და ამჯერადაც, მომღერლის ახალი სიმღერის პრემიერა რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ერთ-ერთ რადიოსადგურში, „ფორტუნა პლუსში“ შედგა.

Scroll to Top