ანუკი არეშიძის ინსპირაციად ქცეული ქართული დამწერლობა და ვიეტნამით შთაგონებული გიორგი შაღაშვილი

0
3020

Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულის მე- 4 დღეს, დიზაინერმა ანუკი არეშიძემ კოლექციის საჩვენებლად, მთაწმინდაზე მიგვიწვია. 2017-2018 წლის შემოდგომა – ზამთრის კოლექციაში, დიზაინერმა აქცენტი ყვავილებსა და ქართულ ანბანზე გააკეთა. ეს არის დახვეწილი, ძლიერი ქალი, რომელიც უაღრესად მოდური და ელეგანტურია. უყვარს თამამი ფერები და ქალური სილუეტი, რომელიც ახალგაზრდა და სექსუალურ ქალბატონებს შეეფერებათ. ნაზი პასტელური ფერები ანუკისთვის დამახასიათებელია. გამოყენებული ჰქონდა ლაკის მასალა, რომელიც ძალიან ტენდენციურია. ის უპირატესობას ხელით ნაქარგ დეტალებს ანიჭებს და არც ეს კოლექცია ყოფილა ამ მხრივ გამონაკლისი. ქამრებზე გაკეთებული აქცენტები და წელის ჩანთები, ვფიქრობთ მოდის მიმდევრებისთვის ახალ აკვიატებად იქცევა. აღნიშნული სივრცე კი ამ ყველაფერს კიდევ უფრო სანახაობრივად ლამაზს ხდიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here