ანუკი არეშიძე რუსულ „ვოგს“: „ინგლისურად დაგელაპარაკებით, რადგან რუსულად კარგად ვერ ვსაუბრობ…“

0
2827

რუსულმა „ვოგმა“ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ანუკი არეშიძე საუბრობს იმის შესახებ, რა დევს მის ჩანთაში. როგორც ანუკი აღნიშნავს, რუსულად კარგად ვერ საუბრობს, ამიტომ ინგლისურად ურჩევნია ინტერვიუს მიცემა.

„როცა გარეთ დავდივარ, ჩემი ტელეფონები მიმაქვს, ერთი არის სამუშაოსთვის, ერთი იმეილებისთვის, ერთი ოჯახისა და ფოტოებისთვის, კიდევ ერთი კი მეგობრებისთვის. ეს ჩემი ფოტოკამერაა, ძალიან მიყვარს ფოტოების გადაღება და სულ თან დამაქვს. ჩანთაში მიდევს „სელინის“ ბარათების ჩასადები. ასევე მაქვს ჩემი ფავორიტი სათვალეები „სელინისგან“. თან დამაქვს ბლოკნოტიც, რადგან მახსოვრობის პრობლემა მაქვს. ბებიაჩემისგან „პრინცესას სარკე“ მაქვს, რომელიც ასევე ჩემს ჩანთაში დევს“, აღნიშნავს დიზაინერი რუსულ „ვოგთან“ ინტერვიუში.

(ვიდეო)

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here