ნანუკა გოგიჩაიშვილი დის შესახებ: „გინდოდათ ლამაზი და განათლებული მისი? მიიღეთ!..“

0
4340

ნანუკა გოგიჩაიშვილი დის, ნინის მხარდასაჭერად პოსტს ავრცელებს. მოდელი ულოცავს საქართველოს ახალ მისს და აღნიშნავს, რომ აქამდე გააზრებული არავის ჰქონია, „მის საქართველო“ ლამაზიც უნდა იყოს და განათლებულიც და სწორედ ასეთია ნინი გოგიჩაიშვილი.

ნანუკა წერს:

„ვულოცავ საქართველოს ახალ მისს , ჩვენ აქამდეც გააზრებული გვქონდა მონაწილეობას ან ყველაზე კარგ შემთხვევაში გამარჯვებას რა თანმხლები ეტაპები მოჰყვება, ასე რომ, გინდოდათ ლამაზი და განათლებული მისი? მიიღეთ.

პს: გერმანული… ინგლისური, რუსული, იტალიური(ამჟამად სწავლის პროცესში) იყოს ეს მცირე ინფორმაციაც აქ ❤️

Nini Gogichaishvili“

შეგახსენებთ, რომ ნინი გოგიჩაიშვილი „მის საქართველო 2018“ გახდა და საერთაშორისო კონკურსზე საქართველოს სახელით გაემგზავრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here