ანსამბლი „იბერი“ აშშ-ში გასტროლებს მართავს  (ვიდეო)

0
1351

ანსამბლი „იბერი“ აშშ-ში პირველ ტურნეს მართავს. „იბერი“ საქართველოდან სექტემბრის შუა რიცხვებში გაემგზავრა, როცა ერთ-ერთმა საპრომოუტერო კომპანიამ კონტრაქტი გაუფორმა და აშშ-ში რამდენიმე მუსიკალურ ფესტივალზე კონცერტებიც ჩაინიშნა.

21-22 სექტემბერს ისინი ჩიკაგოს მსოფლიო მუსიკის ფესტივალს სტუმრობდნენ, 23 სექტემბერს GLOBALQUERQUE-ის ფესტივალს, 24 სექტემბერს ფენიქსში გაემგზავრნენ, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში გამოვიდნენ, წინ არის კიდევ ორი ღონისძიება, 29-30 სექტემბერს ბლუმინგტონში დაგეგმილი ლოტუსის მსოფლიო მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი.

ქართული ფოლკლორის საუკეთესო ნიმუშებს ამერიკელ მსმენელს „იბერი“ საინტერესო გზით აცნობს. ახლახან მათივე „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნდა ერთ-ერთი ვიდეო, რომელიც GLOBALQUERQUE-ის ფესტივალზეა გადაღებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here