„ანატოლიის ცეცხლი“ – თურქული მასშტაბური შოუ ქართულ სცენაზე

0
1633

თურქეთის ლეგენდარული საცეკვაო ანსამბლის „ანატოლიის ცეცხლი“-ს  შოუ საქართველოში 16 და 17 დეკემბერს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

„ანატოლიის ცეცხლი“ გახლავთ გრანდიოზული საცეკვაო კომპანია, რომელშიც 120-ზე მეტი მოცეკვავე არის გაერთიანებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

დღემდე შოუ 100 ქვეყნის 40-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა. შოუ მსოფლიოს ყველაზე საუკეთესო სცენებსა და არენებზე გახლდათ წარმოდგენილი – ნიუ იორკში, პარიზში და სხვა ქალაქებში.

უკვე რამდენიმე წელია, შოუ „ანატოლიის ცეცხლი“ ინარჩუნებს ადგილს გინესის რეკორდების წიგნში:  პირველი – 241 საცეკვაო ილეთისგან შექმნილი ყველაზე სწრაფი ერთწუთიანი ნომრით და მეორე – ყველაზე დიდი აუდიტორიის წინაშე გამართული კონცერტით, რომელსაც 400 000 მაყურებელი დაესწრო.

საქართველოში შოუ პირველად არ ჩამოდის, თუმცა  წელს გასტროლები თურქეთ

-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლის საიუბილეო თარიღს უკავშირდება.

შოუს ორგანიზატორია: SA Organization

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here