ანრი ჯოხაძემ კონცერტისთვის დაგირავებული ბინა ბანკიდან დაიხსნა

0
1917

ანრი ჯოხაძემ გასულ ზაფხულს, ბათუმში მდებარე კორტების სტადიონზე, გრანდიოზული სოლო-კონცერტი ჩაატარა, სადაც საკუთარი რეპერტუარი, ახლებური ინტერპრეტაციით წარადგინა. მომღერალს სპონსორებმა, კონცერტის დაფინანსებაზე ბოლო წამს უარი უთხრეს, რის გამოც ბანკში, საკუთარი დის სახლი ჩადო. როგორც ანრი ჯოხაძემ „პრაიმ ტაიმს“ განუცხადა, სახლი ბანკიდან უკვე დაიხსნა.

– უსერიოზულესი პრობლემები იყო. თუმცა, ბილეთების გაყიდვის საშიშროება არ ყოფილა. სპონსორებისგან იყო დაპირებები და ბოლო წუთს გადაგდება. როცა გეიმედება და იცი, ესა თუ ის კომპანია შენ გეხმარება, თან არა ლამაზი თვალებისთვის ან ნიჭიერი ანრი ჯოხაძისთვის, მე მათ ვთავაზობდი სარეკლამო ბარტერს, ანუ საკმაოდ მომხიბლავ წინანადებას და როცა იცი, რომ ყველაფერი შეთანხმებულია, ამ დროს კი მტკიცე უარს გეუბნებიან – ეს იყო  მეხის გავარდნა. თუმცა, გამოსავალი მაინც მოვძებნე. გავუშვი ჩემი და ბანკში, რომელმაც თავისი ბინა ჩადო. რამდენიმე ათასი დოლარი მაკლდებოდა, გამოუვალი სიტუაცია იყო. თუმცა, ზუსტად ვიცოდი, ისეთი ანშლაგი იქნებოდა, ყველა ვალს დაფარავდა. ამიტომ ჩიტი ბრდღვნად მიღირდა. იმ მომენტში ვერ დაველოდებოდი ვერავის მოწყალებას. ეს იყო ზედმეტი ილუზია. ამიტომ, გავრისკე და ახლა, ბინის საკითხიც მოგვარებულია.

– რა თანხაზე იყო საუბარი?

– 8 ათას დოლარზე, რადგან კონცერტი ძალიან ძვირადღირებული გამოვიდა. ის რომ სუპერანშლაგი მქონდა კონცერტზე, იყო იდეალური დაგვირგვინება იმ დარტყმების შემდეგ, რაც კონცერტამდე მივიღე ზოგიერთი ადამიანისგან. რას იზამ, ასეა ცხოვრება, მე ხომ მიჩვეული ვარ ბრძოლას. ასეთ დროს სულ მახსენდება ფრაზა: “ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ, წარმატების გარდა” -განუცხადა „პრაიმ ტაიმსს“ მომღერალმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here