ვინ დატოვა წარუშლელი შთაბეჭდილება “ნიჭიერის” ჟიურის წევრებზე? (+ ფოტოები)

0
3312

სულ მალე “რუსთავი 2”-ის ეთერში სახალხო პროექტი “ნიჭიერი” დაიწყება. შესარჩევი კასტინგების ჩაწერა ხვალ დასრულდება. ისევე როგორც წინა სეზონებზე, “ნიჭიერის” ეს სეზონიც განსხვავებული იქნება. სცენაზე სხვადასხვა სფეროდან, არაერთ ნიჭიერ ადამიანს ვიხილავთ. “მიუზიკ ბოქსი” პროექტის შესარჩევ კასტინგს დაესწრო და შეეცადა გაერკვია, რომელმა კონკურსანტმა მოახდინა დიდი შთაბეჭდილება ჟიურის წევრებზე.

ზალიკო უდუმაშვილი: დღევანდელ სეტზე განსაკუთრებით დამამახსოვრდა, ქალბატონი თამარი, რომელმაც საოპერო სიმღერა შეასრულა. ასევე, მომეწონა ათი წლის ბიჭუნა, რომელსაც უდიდესი მომავალი აქვს. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მოხუცმა წყვილმა, რომლებმაც სცენაზე ულამაზესი ცეკვა შეასრულეს. ამ ასაკში, როცა შეგიძლია იცეკვო და სცენაზე გასვლის ჟინი აქვს ადამიანს მისასალმებელია.

– როგორ გრძნობთ თავს ჟიურის ამპლუაში?

– ვცდილობ ობიექტური და ზომიერად მკაცრი ჟიური ვიყო. თავდაპირველად როცა შემოთავაზება მივიღე, უარი ვთქვი, რადგან ეს ჩემი სფერო არ არის, მაგრამ როცა მოვისმინე არგუმენტები, რატომ უნდა ვყოფილიყავი ჟიურის წევრი დავთანხმდი. ეს ჩემთვის ახალი გამოცდილებაა.

რუსკა მაყაშვილი: ფანტასტიური სეტი იყო, განსაკუთრებით დამამახსოვრდა ქალბატონი თამარი, მან საოცრად იმღერა. საინტერესო და სევდიანი ისტორია აქვს, რომელსაც მალე შეიტყობს მაყურებელი. ქალბატონი თამარის სიმღერის შემდეგ, სცენაზე გამოვიდნენ ვანიკო და გიორგი და მეხუთე ღილაკს დააჭირეს ხელი. იმდენად ამაღელვებელი მომენტი იყო ეს ჩემთვის, ცრემლები წამომივიდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here