“ამერიკული საშინელებათა ისტორია: სასტუმროს” პირველი თრეილერი

0
93

“American Horror Story” მეხუთე სეზონის პრემიერისთვის ემზადება, რომელიც 7 ოქტომბერს შედგება, თუმცა სანამ მაყურებელი სერიალის პირველ სერიას იხილავდეს, შოუს მესვეურებმა მეხუთე სეზონის პირველი თრეილერი გაავრცელეს.

რამდენიმეწამიან ვიდეოში სერიალის მსახიობები გახლავთ ნაჩვენები, რომლებიც რამდენიმე კვირაში ახალ ისტორიაში ჩაგითრევენ. ახალი სეზონის სახელწოდება “Hotel” გახლავთ და მასში მაყურებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი მსახიობების – სარა პოლსონის, კეტი ბეითსის, ევან პიტერსის, ჯესიკა ლანჟისა და “ამერიკული საშინელებათა ისტორიის” სხვა ვარსკვლავების გარდა ლეიდი გაგასაც იხილავს, რომელიც სასტუმროს მეპატრონის როლს მოირგებს.

შეგახსენებთ, რომ საშინელებათა ჟანრის სატელევიზიო სერიალი, რომელის შემქმნელებიც რაიან მერფი და ბრედ ფელჩაკი არიან, ეკრანებზე 2011 წელს გამოვიდა და უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. სანამ მაყურებელი შოუს მეხუთე სეზონის პრემიერას იხილავდეს, შეგიძლიათ მის პირველ თრეილერს შეავლოთ თვალი…

[jwplayer mediaid=”2605″]