თინა მახარაძე “გაუსაძლისად სიმპათიურ ბოიფრენდთან“ ერთად გაშიშვლდა

0
492

თინა მახარაძე “ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი სეზონის დაწყებამდე დროს შეყვარებულთან ერთად მშვენივრად ატარებს და ჟურნალისტებსაც არ გვივიწყებს. შვეულება ნაყოფიერად გამოიყენა და დიმუ მენაბდესთან ერთად ევროპაში იმოგზაურა, თან საინტერესო ფოტოებსა და პოსტებს აქვეყნებდა, რომელთა დიდი ნაწილი ინტერნეტგამოცემების “გემრიელი საკბილო“ ხდებოდა.

ახლაც, თინამ მორიგი ეპატაჟური ნაბიჯი გადადგა და როგორც მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა დაუწერა, თავის “გაუსაძლისად სიმპათიურ ბოიფრენდთან“ ერთად წელსზევით შიშველი ფოტო განათავსა ფეისბუქზე.

რასაკვირველია, თინამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს ფოტო, ისევე, როგორც მისი სხვა ფოტოები, ინტერნეტსივრცეს მოივლის, თუმცა მსახიობისთვის ეს აშკარად არ არის პრობლემა.

საინტერესოა, დათანხმდებოდა თუ არა თინა მახარაძე შეყვარებულთან ერთად რეალურ შოუში მონაწილეობას და კიდევ უფრო მეტად ჩაახედებდა თუ არა მაყურებელს პირად ცხოვრებაში, ვიდრე უბრალოდ, სარკის წინ გაშიშვლებული ფოტოს საჯაროდ გამოფენაა?!