ახმეტელის თეატრმა აჯერბაიჯანელი რეჟისორის, ირადა გოზალოვას მიერ დადგმული სპექტაკლის „ჰელადოსის“ პრემიერა წარმოგვიდგინა, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვაფიქრებს იმ მარადიულ ღირებულებებსა და პრობლემებზე, რასაც ქართველი მწერალი ნოდარ დუმბაძე თავის შემოქმედებაში ეხმიანება. პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა და დამსწრე საზოგადოებისგან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. სპექტაკლი ერთ მოქმედებად მიმდინარეობს.