ბოლო დროს, 24 წლის მომღერლის – ინდირა ჯგერნაიას პირადი ცხოვრება, საზოგადოების განხილვის საგანია. ინდირას შვილის გაჩენამ ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ შვილი მამას სურათების გარდა არ ჰყავს ნანახი. როგორც ჩანს, მომღერალზე ამ ამბავმა ისე იმოქმედა, რომ მას სურვილი არ აქვს ახალი ურთიერთობის დაწყების. “ახლა ვინმე მამაკაცი რომ გამოჩნდეს, შეიძლება თვალები დავთხარო” – აცხადებს მომღერალი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინდირა მიუხედავად ასეთი ამბებისა, არაჩვეულებრივ ფორმაშია.