ორიოდე დღის წინ თიკა მახალდიანი და თემო პირველაშვილი დაქორწინდნენ. ქორწილის მეორე დღეს, სოციალურ ქსელში გავრცელდა წყვილის საძინებელში გადაღებული სურათი, რომელიც მისმა მეუღლემ გამოაქვეყნა.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” ვებ გვერდებზე გამოქვეყნდა სტატია, “ფოტო ახალდაქორწინებული თიკა მახალდიანის საძინებლიდან”, რასაც ფეისბუქზე საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
თემას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის თამუნა მუსერიძეც, რომელმაც ფეისბუქის გვერდზე შემდეგი სტატუსი დაწერა “თიკა მახალდიანის ფოტოზე ისეთი ამბავია ატეხილი, მართლა მგონია, რომ აბორიგენებში ვცოვრობ”. პოსტს თავად თიკაც გამოეხმაურა – “ცოდოები არიან მართლა, რა ევროპა ხალხო ოეეე, პაპუასებში ვცხოვრობთ”