თიკა ჯამბურიას ინფექციური დაავადება გაურთულდა. მცირე ხნის წინ მან თავად გაავრცელა სოციალურ ქსელში ფოტო, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში იყო გადაღებული. მომღერალი უკვე გამოწერეს, თუმცა კვლავ ექიმების დაკვირვების ქვეშაა.
თიკა ჯამბურია:
ჩუტყვავილა მქონდა, ნინასგან გადამედო და გამირთულდა. არ მქონდა გადატანილი ბავშვობაში. ისეთი მდგომარეობა მქონდა, რომ სასწრაფო გამოვიძახეთ. გადამიყვანეს ინფექციურ საავადმყოფოში.
ცნობილია, რომ იქ არც ისე კარგი პირობებია. შენ როგორ პირობებში იყავი?
მეც მსმენია ამის შესახებ და თავიდან, როცა სასწრაფომ ჩემი გადაყვანა ინფექციურში გადაწყვიტა, დედაჩემს არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს მაინც იქ აღმოვჩნდი. მე არ ვიყავი ცუდ პირობებში, სადაც მე დამაწვინეს, იქ ნორმალური პირობები იყო.
როგორც ვიცი, ჩუტყვავილა ასაკში ძალიან რთულდება. ჩემთან ერთად 18 წლის გოგონაც იწვა, იმავე გართულებებით, რაც მე მქონდა. საჭირო გახდა გადასხმები და სხვა სახის მკურნალობა.
ახლა სახლში ვარ, მაგრამ 10 დღე წოლითი რეჟიმი მაქვს. დამინიშნეს წამლები და გადასხმებსაც კვლავ ვაგრძელებ.
ნინო მურღულია