ადრიანა ლიმა რომანტიულ ვახშამზე შენიშნეს – ვინ არის ის იღბლიანი მამაკაცი?

0
3994

რამდენიმე დღის წინ, ნიუ იორკში, სუპერმოდელი ადრიანა ლიმა და არანაკლებ ცნობილი ტელეწამყვანი რაიან სიკრესტი, პაპარაცებმა რომანტიულ ვახშამზე ერთად დააფიქსირეს. დასავლური პრესაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისინი ერთმანეთს ხშირად ხვდებიან.

წყვილი რამდენიმე თვის წინ, რიო-დე-ჟანეიროში, ოლიმპიური თამაშების მსვლელობის დროს დაახლოვდა. სწორედ მაშინ ლიმას ფეისბუქზე და ინსტაგრამზე, რაიანთან ერთად გადაღებული ფოტო გამოჩნდა, თუმცა იმ დროს, მათ შორის რომანზე, ეჭვი არავის გასჩენია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნების შემდეგ წყვილმა შეხვედრები კვლავ განაახლა, შედეგად კი მათი პაემნებით წამყვანი გამოცემები კიდევ უფრო დაინტერესდნენ. პაპარაცებმა ადრიანა ლიმა და მისი ახალი რჩეული ნიუ იორკის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში შენიშნეს და მათი შეხვედრის ამსახველი ფოტოები, ინტერნეტს ვირუსულად მოედო.

შეგახსენებთ 35 წლის მოდელი, ყოფილ მეუღლეს, NBA- ს წარმატებულ კალათბურთელს, მარკო იარიჩს, 2 წელია რაც დაშორდა, მათ ორი საერთო შვილი ჰყავთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here