“არანაირი კონცერტი არ ჩაშლილა! ვიღაცებს კი გაუხარდათ, მაგრამ რა დასანანია, რომ ტყუილად” – ნოდიკო ტატიშვილი

0
2453

სოცქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იტალიის ქალაქ ემპოლიში დაგეგმილი ნოდიკო ტატიშვილის, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანის კონცერტი ჩაიშალა, ვინაიდან მხოლოდ 10 ბილეთი გაიყიდა.

მოგვიანებით ნოდიკო ტატიშვილმა სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ ეს ცრუ ინფორმაცია იყო.

“მეგობრებო!
არანაირი კონცერტი არ ჩაშლილა!
ერთი ჟურნალისტის გადაუმოწმებელი ინფორმაციით გაჯერებულ სტატიას ერთ-ერთ საინფორმაციო პორტალზე, რომელიც ეხებოდა ჩემს, სალომე ბაკურაძისა და თიკა მახალდიანის კონცერტებს იტალიაში, დიდი გაუგებრობა მოჰყვა სოციალურ ქსელში!

ვიღაცებს კი გაუხარდათ, მაგრამ რა დასანანია, რომ ტყუილად გაგიხარიათ:)) მერე ისიც გავიგეთ, ვის აწყობდა ასეთი აყალ-მაყალის ატეხვა, თუმცა ასეთ ავანტიურისტსა და ინტრიგან ადამიანზე ყურადღებას ვერ გავამახვილებ!

მოკლედ, 14 მაისს ვეწვევით ქალაქ ნეაპოლს, სადაც თეატრ “ტრეანონში” ვიმღერებთ ქართველი ემიგრანტებისთვის! დაინტერესება იმდენად დიდია, რომ ორგანიზატორები სრულ ანშლაგს გვპირდებიან! ჩვენც დიდი სიხარულით ველით ნეაპოლელ და სალერნოელ ემიგრანტებთან შეხვედრას! რაც შეეხება მეორე ქალაქ – ემპოლის კონცერტს, ემპოლის კონცერტი გაიმართება შემოდგომაზე, რადგანაც ორგანიზატორების სურვილია, რომ ჩვენი გასტროლი მოხდეს ერთ-ერთი თოქ-შოუს ფარგლებში, როგორც ეს მოხდა ჩემი და ნინი ბადურაშვილის ათენში გასტროლოს დროს! ამიტომ აი, ეს გახლავთ ზუსტი ინფორმაცია, არანაირი კონცერტი არც ჩაშლილა!

P.S ახლა მაინტერესებს ეს საინფორმაციო პორტალები ასეთივე დიდი ენთუზიაზმით გააზიარებენ თუ არა ჩემს სტატუსს, სადაც ასახულია ნამდვილი ინფორმაცია!

ვთხოვ თითოეულ ჟურნალისტს, რომ თუ კი ვინმე ჩემს სახელს ახსენებს ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით, გადაამოწმოთ ჩემთან და ისე დაბეჭდოთ!

დიდი მადლობა!”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here